საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰაცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო ევროკავშირის წუხილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით:
"ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველში ძალიან დატვირთული 24 საათი გაატარა. დიდი ძალისხმევა დასჭირდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების განხილვას. პრეზიდენტმა ნათლად დაადასტურა ევროკავშირის, ასევე, მისიის წუხილი ამ პოლიტიკური კრიზისის გამო. თავადაც ნახეთ, რომ მისი პირადი წვლილი ამ პოლიტიკური დიალოგის განახლებაში დიდი იყო. მოლაპარაკებების შემდეგ ყველანი იმედიანად ვართ განწყობილები. ვიზიტის ფარგლებში მას ასევე მიეცა შესაძლებლობა საოკუპაციო ხაზთან ჩასულიყო. პირადად ენახა იქ არსებული ვითარება და გაცნობოდა გამოწვევებს, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დგას", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მასალის გამოყენების პირობები






