"ჩვენი პოზიცია მე მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა საჯაროდ გავაჟღერებ: საკითხი შეეხებოდა ბატონი მელიას გამოშვებას. ჩემი პოზიცია იყო და ახლა მინდა გავიმეორო: არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას ან მის ოჯახს ან პარტიის წევრებს აქვთ სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ გირაო და მანამ, სანამ განაჩენი დადგება სახეზე, ის იყოს გამოყვანილი გარეთ"- თქვა პრემიერმა.
შეგახსნებთ, რომ გიორგი გახარიას თანამდებლბიდან გადადგომის შემდეგ, რომლის მიზეზადაც თავად გახარიამ ნიკა მელიას დაპატიმრებასთანდ აკავშირებით მთავრობაშიუ არსებული აზრთასხვადასხვაობა დაასახელა, იქვე ღიად თქვა, რომ ქართული ოცნება უშუალოდ იყო ჩართული ოპოზიციის ლიდერი დაკავების საკითხში. გახარიას შემდეგ პრემიერის პოსტზე მდეორედ მოსულმა ღარიბაშვილმა ნიკა მელია კრიმინაალად გამოაცხადა და მას დესრტრუქციული და უტიფარი უწოდა. ღარიბაშვილი არ მალავდა, რომ ის მ ხარს უჭერდა მელიას დაპატიმრებას, რასაც რამდენიმე დღეში ენმ-ის ოფისში ფართო სპეცოპერაციას მოჰყვა. "ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს ახლა პარტიის თავმჯდომარედ" - ამბობდა ღარიბაშვილი, რომელიც დასავლეთის მწვავე რეაქციის შემდეგ დღეს აცხადებდა, რომ ის და მისი გუნდი კანონის აღსრულებაში არ ერევა.
მასალის გამოყენების პირობები






