"ოცნების" სატელიტი "ოპოზიციური" პარტიის "ევროპელი სოციალისტების" წევრის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. მისი შეფასებით, თუ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობს, "ოცნება" თავის ადგილზე უნდა იყოს:
"მე ახლა "ოცნების" ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები 31 ოქტომბერს "ოცნებამ" მოიგო, გინდაც ერთი ხმით და თუ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას და არის კანონის უზენაესობა, მაშინ "ოცნება" თავის ადგილზე უნდა იყოს. შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რაც საჭიროა, მაგრამ ასეთი პირობა, რომ 1% თუ იქნება ცდომილება, იქნება ახალი არჩევნები, ჩემთვის გაუგებარია ეს წინადადებები, რატომ ვევაჭრებით? რატომ ვდებთ იქ 1% იქნება თუ 2%. აქ ხალხი არის "ოცნებიდან", რომლებმაც კარგად იციან, განსაკუთრებით მაჟორიტარები მყავს მხედველობაში, რომ მართლაც მოიგეს. ამათ არ ეკითხებიან და ისე ითხოვენ, რომ იყოს ახალი არჩევნები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მინდა ახალი არჩევნები და უნდა იყოს, სხვა არაფერი. თანმიმდევრული არ არის არაფერი, თუ ვაშენებთ ქვეყანას, კანონი კანონია და ყველაფერში ასე უნდა იყოს. ასევე, არის პროკურატურა, რომლის თანმიმდევრულობაც მე ვერ გავიგე. ხომ შეიძლება რაღაცნაირად ერთი ხაზი ჰქონდეს, რომელიც ასევე, იქნება კანონზე დამყარებული?"- განაცხადა ინჯიამ.
მასალის გამოყენების პირობები






