ბოკუჩავა: ღარიბაშვილი და მისი უფროსი უნდა ჩამოყალიბდნენ, საით მიჰყავს ქვეყანა - რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ
პოლიტიკა - 11:15, 02 Mar, 2021     718

ენმ-ს წევრის თიკა ბოკუჩავას განცხადებით, დისონანსია ხელისუფლების და კერძოდ, ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ გზავნილებსა და მათ მოქმედებებს შორის, როდესაც ისინი კვლავ უკანონოდ აგრძელებენ მშვიდობიანი პროტესტანტების დაკავებას. მისი განმარტებით, ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად უნდა ჩამოყალიბდნენ, საით მიჰყავს ქვეყანა - რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ:

"იგეგმება აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, სასამართლოს შენობასთან, პოლიციის შენობასთან, რადგან ეს არის ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც არ ასრულებს მის კანონიერ უფლებამოსილებას, მიტაცებული ჰყავს ივანიშვილს და იყენებს უკანონო მიზნებისთვის, მათ შორის პოლიტიკური დევნისთვის, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებისთვის და ამით საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც ხედავთ, აქცია არის მშვიდობიანი და ასე იქნება მომავალშიც. ის მიზნად ისახავს "ქართული ოცნების" ე.წ. დეპუტატებს, რომლებიც გაყალბებული არჩევნების შედეგად იკავებენ იმ სავარძლებს, რომელშიც კომფორტულად არიან მოთავსებული, გავაგონოთ პროტესტის ხმა, ხალხის ხმა და შევასმინოთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მონური მორჩილება არ შედის პოლიტიკოსის და კანონმდებლის ინტერესში. ის რეალურად უნდა წარმოადგენდეს ხალხის ხმას და ნებას საკანონმდებლო ორგანოში.

დისონანსია ხელისუფლების და კერძოდ, ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ გზავნილებსა და მათ მოქმედებებს შორის, როდესაც ისინი კვლავ უკანონოდ აგრძელებენ მშვიდობიანი პროტესტანტების დაკავებას. ამიტომ ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ საით მიჰყავთ ეს ქვეყანა - რუსული ავტორიტარიზმისკენ, სადაც მშვიდობიან მოქალაქეებს აკავებენ, თუ ევროკავშირისკენ, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომლის დასაცავადაც ასე ღიად საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი. ისინი შენობის პიკეტირებას ახდენენ. ადგილზე მობილიზებულია უამრავი სამართალდამცველი. პოლიციამ უკვე 7 აქტივისტი დააკავა, რომლებიც ოცნების დეპუტატებს "მონას" შეძახილით აცილებდნენ ე.წ. სირცხვილის დერეფანში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42