პიკეტირების მცდელობით ოპოზიციამ პირობა დაარღვია - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა - 11:02, 02 Mar, 2021     945

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირება დესტრუქციულია, მით უფრო იმის ფონზე, რომ გუშინ ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მხარეებს მოლაპარაკებისა და კონსტრუქციისკენ მოუწოდებდა. მისი განმარტებით, ოცნების გუნდი მზად არის დიალოგი გააგრძელოს ოპოზიციასთან:

"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შარლ მიშელი ყველა მხარეს არწმუნებდა, რომ უნდა გადასულიყო მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ფორმაში და დღეს ჩვენ ამის საპასუხოდ ვნახეთ მათი ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება. პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი. ეს მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას ერთი მხრიდან.

ჩვენ, ამის მიუხედავად, მზად ვართ, ბოლომდე მივყვეთ მოლაპარაკების პროცესს, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დაიდოს პოზიტიური შედეგი. მაგრამ, თუ გაგრძელდება მათი მხრიდან დესტრუქცია და ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც ვერ გადმოიდგმება, შეხების წერტილები იქნება ნაკლები. თუკი ისინი კარგი გაგებით იძულებული გახდებიან, რომ ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც გადმოდგან, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია მედიაციის წყალობით შეთანხმების მიღწევა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42