ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი პარლამენტის პიკეტირების დროს აქტივისტების დაკავებას ეხმაურება. მისი შეფასებით, დღეს პოლიცია ერთი ადამიანის დაცვის სამსახურშია და ადამიანების "მოპარვის" დავალებას ასრულებს:
"ეს არის, როდესაც საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობ. ჩვენი აქცია მშვიდობიანია. უბრალოდ, ხმამაღალ პროტესტს გამოვხატავთ და ძალიან აღიზიანებთ ჩვენი პროტესტი და გადასულები არიან ასეთ ძალადობრივ მეთოდებზე. სამწუხაროა, რომ დღეს პოლიცია ერთი ადამიანის დაცვის სამსახურია და არა სამართალდამცავ ორგანოებს. მოპარვაზე არიან გადასულები. ბესო გაზდელიანი ამოდიოდა, აქცია არ იყო ჯერ დაწყებული და მოიპარეს. დავალება აქვთ, რომ ადამიანები მოიპარონ, რათა აქციაში სიხალვათე იყოს, მაგრამ ეს პროტესტი გაგრძელდება. დღეს აქ ვართ, ხვალ კანცელარიასთან ვიქნებით, ზეგ შსს-სთან და ა.შ.", - აცხადებს უდუმაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქციის დროს პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა, რომლებიც ოცნების დეპუტატებს ე.წ. სირცხვილის დერეფანში "მონას" შეძახილით აცილებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






