"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, აცხადებს, რომ დიალოგის პროცესსშ ხალხისა და ინტერესებით იხელმძღვანელეს - ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სამადაშვილმა აღნიშნა, რომ უცხოელი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ ქვეყანას თავიდან აარიდონ მოვლენების ძალიან მძიმე განვითარება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.
მისივე თქმით, ოპოზიციას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
"ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ თუ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ შედეგს ორივე მხარემ უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმისთვის რომ ეს შეთანხმება იქნას მიღწეული. ოპოზიციამ ეს პოლიტიკური ნება ამ შეხვედრით ფაქტიურად დაადასტურა. ამავე დროს რა თქმა უნდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენთვის არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მიღწევა რაიმე სახის სამოქმედო გეგმის, თუ როგორ მიდის ქვეყანა წინ რაც შეეხება დემოკრატიული პროცესის აღდგენას ქვეყანაში. დღეს მთავრი შედეგი არის, რომ განვაახლეთ უკვე სხვა დონეზე და პოლიტიკური ჩართულობით დიალოგის პროცესი. რა შედეგს მოიტანს ეს დიალოგი, აჩვენებს დრო.
საჯარო პროტესტი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრ საკითხს უკავშირდება: პოლიტიკურ,სოციალურ, ეკონომიკურ პროცესებს და ბევრ სხვა პრობლემას. ამიტომ არაფერ შუაში არ არის ეს საჯარო პროტესტი იმ შესაძლო შედეგებთან რა შეიძლება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართულმა დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა მოიტანოს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, პროტესტი იქნება არ იქნება-მივიღებთ მონაწილეობას პიკეტში თუ არ მივიღებთ ყოველთვის ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ ჩვენ ამავე დროს არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ხელისუფლების გადაწყვეტილებით და კარგია, რომ მიხვდნენ და ახლა აპირებენ, რომ ამ ჩიხიდან დაიწყონ გამოსვლა,“- განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით ჩატარდა
მასალის გამოყენების პირობები






