ევროპარლამენტარი პეტრას ავსტრევიჩუსი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიცია-ხელისუფლების მიმდინარე შეხვედრას მიესალმება და აცხადებს, რომ მთავარია მხარეებს შორის მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდეს.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მხარეებს შორის დიალოგი ნაყოფიერი იქნება და შედეგს მოიტანს.
"მშვენიერი ამბავია. მიხარია იმის გაგება, რომ ბოლოს და ბოლოს მოლაპარაკებები დაიწყება თბილისში, რასაც ადგილი უნდა ჰქონოდა ჯერ კიდევ 1 კვირის წინ. შარლ მიშელი მიეკუთვნება ლიბერალების პოლიტიკურ ოჯახს. ძალიან ღია და გახსნილი პიროვნებაა. მან კარგად იცის რა რთულია ასეთი პროცესები, მაგრამ მთავარი ინსტრუმენტი სწორედ დიალოგია. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა მოიტანს შედეგს. მთავარია მხარეებმა აწარმოონ მოლაპარაკებები მანამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება", - ამბობს ევროპარლამენტარი.
მასალის გამოყენების პირობები






