" ვერ ვხვდები, რა შეიძლება იყოს კრიზისის განსამუხტად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული, ვადამდელ არჩევნებზე უკეთესი გამოსავალი" - ბურჯანაძე
პოლიტიკა - 18:59, 01 Mar, 2021     1271

"ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სკეპტიკურად უყურებს ინიციატივას, რომ ევროკავშირმა თვითონ წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადებები, რომელსაც ოპოზიციას და ხელისუფლებას მოლაპარაკების ფარგლებში შესთავაზებს და აცხადებს, რომ ის მზადაა მოისმინოს ევროკავშირის წინადადებები თუ უკეთეს გამოსავალს შესთავაზებს მხარეებს, თუმცა "ვერ ხვდება ეს რა შეიძლება იყოს".

"გონიერი ადამიანები ვართ, უმეტესობა ყოველ შემთხვევაში, ამიტომ თუ ვინმე იმაზე უკეთეს გამოსავალს შემოგვთავაზებს, ვიდრე ჩვენ მიგვაჩნია, ბუნებრივია, ასეთ გამოსავალს მივიღებთ. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ეს რა შეიძლება იყოს.

ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და დევნის შეწყვეტა. ამაზე რა უნდა შემოგვთავაზოს ევროკავშირმა ან ვინმემ, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას უთხრას, შეწყვიტე პოლიტიკური დევნა და გამოუშვი პოლიტიკური პატიმრები?

მეორეა ვადამდელი არჩევნების თემა. შეიძლება, ტექნიკურად იყოს შემოთავაზება, როდის და როგორ შიძლება, მაგრამ უსაშველოდ ვერ გადაიწევს ვადამდელი არჩევნების თემა.

მოსმენა ყველასი ღირს, ხანდახან არაადეკვატურმა მხარემაც კი შეიძლება ძალიან საინტერესო წინადადება წარმოთქვას, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ევროკავშირის წინადადებაზე.

რა თქმა უნდა, მოსმენით მოვისმენთ, იმედი მაქვს, რამე ისეთი იქნება, რასაც ახლა ვერ ვხვდები, თუმცა იშვიათად არის, რომ რამეს ვერ ვხვდებოდე“, - აცხადებს ბურჯანაძე "დღის ნიუსრუმში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42