"ჩვენზე ღიად მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა" - სამოქალაქო აქტივისტების წერილი შარლ მიშელს
პოლიტიკა - 18:37, 01 Mar, 2021     831

სამოქალაქო აქტივისტებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ქვეყანაში აქტივისტების დევნასთან დაკავშირებით, სპეციალური წერილით მიმართეს.

დოკუმენტში საუბარია იმ პოლიტიკურ დევნასა და უკანონო დაკავებებზე, რასაც სასამართლო და სამართალდამცველი უწყებები მათ მიმართ ახორციელებენ.

"ისინი ამ ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ და გვინდოდა, უფრო მკაფიოდ აღგვეწერა შარლ მიშელისთვის, თუ როგორი დევნა მიმდინარეობს ჩვენზეც" - ამბობს ფარულავა.

"ნიუპოსტი" აქტივისტების წერილს, რომელსაც ხელს შვიდი მოძრაობა აწერს, უცვლელად გთავაზობთ:

"მივესალმებით თქვენ ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ერის ურყევი სურვილია შექმნას დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც თავისუფალი სამყაროს და ევროპის სრულფასოვანი წევრი იქნება.

2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა ასეულობით აქტივისტი. უკანასკნელი თვის განმავლობაში პოლიცია თითქმის ყოველდღე აკავებდა სამოქალაქო აქტივისტებს შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის და საპროტესტო კარვის დადგმის მცდელობისთვის.

ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული იყოს სასამართლოს საშუალებითაც. პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლეები დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს ცნობენ დამნაშავედ და აჯარიმებენ მტკიცებულებებს და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე.

ამასთან ერთად, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აწარმოებს მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტების ტერორს და თავდასხმას. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ბათუმსა და ქუთაისში საპროტესტო კარვებს მიზანმიმართულად დაეჯახათ ავტომობილები. დამნაშავეები "ქართულ ოცნებას" უკავშირდებიან და პოლიციას არ დაუკავებია.

მიგვაჩნია, რომ თავდამსხმელები, პოლიცია, მმართველი პარტია, სასამართლო, პროკურატურა კოორდინირებულად მოქმედებენ სამოქალაქო აქტივისტების დევნისთვის.

გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები საქართველოში რეპრესიების შესაჩერებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

წერილს ხელს აწერენ:

  • მოძრაობა "საქართველოსთვის";
  • მოძრაობა "სირცხვილია";
  • მოძრაობა "შეცვალე";
  • სამოქალაქო მოძრაობა "გხედავ";
  • მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმი";
  • მოძრაობა "იმოქმედე";
  • სამოქალაქო პლატფორმა - "დემოკრატიული მომავლისათვის".

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ესტუმრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42