"მარტო მოხსნა არა, პროკურატურაში უნდა წავიდეს ე.წ. მუშკეტერების საქმე, რადგან ამდენი ხალხის სიკვდილი სწორედ მათ კისერზეა" - დავით ჭიჭინაძე გამყრელიძის თანამდებობიდან შესაძლო გაშვებაზე
პოლიტიკა - 17:51, 01 Mar, 2021     2484

"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე გავრცელებულ ინფორმაციას, გამყრელიძის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ ეხმაურება და აცხადებს, რომ მხოლოდ მოხსნა საკმარისი არაა:

"მარტო მოხსნა არა, პროკურატურაში უნდა წავიდეს ე.წ. მუშკეტერების საქმე, რადგან ამდენი ხალხის სიკვდილი სწორედ მათ კისერზეა.

ანუ, სანამ ესენი დიდების შარავანდედს ირგებდნენ და ხალხის დიდი ნაწილი მათ როგორც ღმერთებს ისე უყურებდა და უჯერებდა, ამათმა შარავანდედიც შეიფერეს და კორუფციასაც მოერგენ გადასარევად!

პანდემია ხალხის ჩასაკეტად გამოიყენეს და ერთნაირად წარმატებულად დაანგრიეს როგორც ეკონომიკური სტაბილურობა, ასევე ჯანდაცვის სისტემა.

შედეგი, ხალხი გაღატაკდა, ეკონომიკური ვარდნა 11%-ს გადასცდა, ქვეყანაში ვაქცინა შემოტანილი არ არის, მათი და ხელისუფალთა მაღალჩინოსნების ქონება ასტრალური სისწრაფით გაიზარდა.

განსაკუთრებით მსუყედ მამა-შვილი გამყრელიძეები გამოიყურებიან, მათ საკმაოდ მძლავრად აქვთ საცეცები გაშვებული ჯანდაცვის სფეროში და იმიტომ.

მხოლოდ სამი მაგალითი საწყისისთვის.

1. ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში გვაცნობეს, 16 მილიონიანი გარიგება დაიდო ვაქცინის შემოტანაზე და 4 მილიონი უკვე ჩაირიცხაო ;

2. EBRD -ის მიერ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ მიღებული 25 მილიონიანი სესხი, ვალდებულებით - მომდევნო ტალღების დროს მთავრობის გვერდში დგომა.

3. კოვიდის ფონდი და იქ აკუმულირებული 400 მილიონი, რომელიც ასევე სადღაც გაქრა და წინასაარჩევნო მოსყიდვებს მოხმარდა"- დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42