მელიას დაკავებამ მოლაპარაკების პროცესი გაართულა, თუმცა, მისი განახლების რესურსი არსებობს - ლევან იოსელიანი
პოლიტიკა - 15:28, 01 Mar, 2021     1012

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მელიას დაკავებამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესი გაართულა. მიუხედავად ამისა, იოსელიანი განმარტავს, რომ მოლაპარაკებების განახლების რესურსი არსებობს და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში:

"ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ვგულისხმობ ნიკა მელიას პატიმრობას, უფრო გაართულა ეს პროცესი და გარკვეული თვალსაზრისით ჩიხში შეიყვანა, მაგრამ მოლაპარაკებებისთვის რესურსი არსებობს. მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის ჩამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. რამდენიმე საათში მასთან შეხვედრა მექნება. გავაცნობ იმ სიტუაციას, რაც არის საქართველოში, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მივაწვდი ინფორმაციას. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობას.

ძალიან სამწუხარო სიტუაცია მივიღეთ, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტს გარეთაა, მაგრამ საბოლოოდ მგონია, რომ ეს კრიზისი მოლაპარაკებებით დასრულდება. ამის წინაპირობას ვხედავ. შარლ მიშელის ვიზიტიც ადასტურებს ერთ რამეს, რომ ყველა ჩვენი მეგობარი დაინტერესებულია პოლიტიკური სტაბილურობით და ვფიქრობ, ამას მივაღწევთ.

ამ სიტუაციაში ყველა მხარემ უნდა გაიაზროს, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი კომპრომისია და მხარეებმა უნდა მოიფიქრონ, რა არის მათთვის კომპრომისი", - განაცხადა იოსელიანმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42