ვითარება უარესობისკენ შეცვალა ხელისუფლებამ, ამიტომ, კომპრომისიც თავად უნდა მოძებნოს - სამადაშვილი
პოლიტიკა - 15:19, 01 Mar, 2021     899

ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დიალოგზე საუბარი მაშინ იქნება შედეგიანი, თუ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება. მისი განმარტებით, ქვეყნის პოლიტიკურ ჩიხში შეყვანაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ამიტომ, ის ვალდებულია, გამოსავალიც თავად მოძებნოს:

"იმ ახალ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შტურმის და ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ საუბარი იმაზე, რა შეიძლება იყოს კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან, უბრალოდ არარელევანტურია. ვითარება უარესობისკენ შეცვალა ხელისუფლებამ და ამიტომ, ნაბიჯები კომპრომისის მოსაძებნად, უნდა გადადგას ისევ და ისევ ხელისუფლებამ - მან, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა. ოპოზიცია არ ახორციელებს დევნას, არ აპატიმრებს ადამიანებს და ოპოზიციას არ გაუყალბებია არჩევნები. კომპრომისზე უნდა წავიდეს ის მხარე, რომლის დამსახურებითაც აღმოჩნდა ქვეყანა ამ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში გვქონდა შეთანხმება, რომ უნდა გათავისუფლებულიყვნენ პოლიტპატიმრები. ეს შეთანხმება დარჩა შეუსრულებელი, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი და უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია პატიმრობიდან, ამის შემდეგ საუბარი მოლაპარაკებებზე, შესაძლოა, გახდეს პოტენციურად რაიმე შედეგის მომტანი", - განაცხადა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42