ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ევროკავშირის სახელით საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს ჩვენი ქვეყნის გვერდით დარჩენა სურს:
როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირს აშფოთებს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი.
„ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ ისევე, როგორც გუშინდელი შეხვედრა მოლდოვაში და ხვალინდელი უკრაინაში, არის პარტნიორობის მესიჯი. ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენობა, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ შემდეგ რეფორმები და კოვიდ 19-ის კრიზისი, რომელიც გვიტევს აქაც და მთელ მსოფლიოში, დავასტაბილუროთ. მინდა, რომ აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი" - განაცხადა მიშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






