ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილზე ისაუბრა და ევროკავშირის სახელით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხადაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, დღეს საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა:
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში, მე მექნება საშუალება ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზამდე მივიდე, „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიასთან.
კიდევ ერთი შეხსენება საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება. ამაში შეგიძლიათ ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ“, - განაცხადა მიშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






