სამოქალაქო აქტივისტები დღეს 12:00 საათძე ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას გამართავენ. მათი შეფასებით, ივანიშვილი არსად წასულა და პოლიტიკურ პროცესებს ისევ არაფორმალურად მართავს:
"გადავწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლა გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ქვეყანაში მთავარი საკითხი, რაც პრობლემას წარმოაჩენს ეს არის ბიძინა ივანიშვილი და არავინ სხვა. არსად ის არ წასულა, ის არის, ის მართავს პროცესებს - მავნებლურ პროცესებს საქართველოსთვის და ჩვენ არამარტო თბილისში, მის რეზიდენციასთან, არამედ სხვა ქალაქებში სადაც ის იმყოფება ყველგან მივალთ და ყველგან შევაწუხებთ. ყველას შევახსენებთ, რომ ის საქართველოში უნდა დასრულდეს", - განაცხადა მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრმა კახა კვეკვესკირმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ხვალიდან პროტესტის მასშტაბურ ფორმაზე გადადის და სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას იწყებს.
მასალის გამოყენების პირობები






