ნიკა მელიას მხარდასაჭერად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. მათ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ესპანეთში, იტალიაში, შვედეთსა და გერმანიაში გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ოპოზიციური ერთობის მოთხოვნებს იზიარებენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ:
"საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა საქართველოს თავზე რუსული დროშის აფრიალება. მთავარი ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებით საქართველოში დემოკრატია დასამარების გზაზე დადგა. საქართველო არასოდეს არ უნდა გახდეს რუსეთის გუბერნია და დადგეს დემოკრატიის გადაშენების გზაზე. საქართველოში აუცილებლად უნდა გათენდეს სოლიდარობა ნიკა მელიას ქართველი ემიგრანტებისგან", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ემიგრანტებმა საგანგებოდ მიმართეს საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებს, რომ ისინი საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნებს შეურთდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






