მეუფე ნიკოლოზის შეფასებით, არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ, დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს - მეუფე ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც მხარეები შეთანხმებას შეძლებენ.
მეუფე იაკობი თვლის, რომ არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს და 4 წელზე მეტი ვადით ხელისუფლებაში არავინ უნდა დარჩეს.
"თუ გამოვიდა, თვითონ ის ლიდერები დაასამარებენ ნიკა მელიას, სჯობს და კიდევ ერთხელ ვთავაზობ, შენდობას ვითხოვ და ცუდ შედარებას ვიტყვი - არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ, დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს, თორემ არაფერი გამოვა. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა საქმე, რადგან ხალხის განწყობა ვიცი, სამწუხაროდ, ბევრს გაუხარდა დაჭერა, ნიკასი კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო იქით მხარეს. აგრესია აქვს ხალხს, მაგრამ ბევრს ეტკინა, ოჯახს ხომ ეტკინა. ჩემთვისაც მძიმეა, ადამიანს რომ იჭერენ, თან არ ვარ ცუდი შეხედულების არავისზე, შეიძლება საქმით ჩვენც ვაკეთებდეთ ბევრ ცუდს და მერე შევინანოთ. ცალკე მსოფლიო მოთხოვს, დაელოდება გადაიხდის თუ არა და თუ არ გადაიხდის, უკვე რა გამოდის - მანამდე პარლამენტში არ შეხვედი, ძალიან ცუდად უყურებდნენ ამას“, - განაცხადა იაკობმა.
მასალის გამოყენების პირობები






