"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძეm ენმ-ის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა, რომ პრაქტიკულად, გათავისუფლებულია. ხვალვე შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან.
"ხომ პოლიტპატიმარს ეძახიან? ასეთი "პოლიტპატიმარი" ოდესმე სადმე თუ გაგიგიათ, რომ მასზე იყოს დამოკიდებული, გავა თუ არა გარეთ. [...] ის, პრაქტიკულად გათავისუფლებულია, მას უთხრეს, შენ შეგეფარდება კვლავ გირაო, კვლავ გექნება იგივე შესაძლებლობა, თუ შენ კანონის ჩარჩოებში ჩაჯდები. რაზე ვლაპარაკობთ, წარმოგიდგენიათ?
[...] ახლა "გეხვეწება" სახელმწიფო, პროკურატურა, ამ შემთხვევაში, შენ კანონის ჩარჩოში მოექცევი თუ არა, ამ ფორმალურ ნაწილს დააკმაყოფილებ თუ არა, შენ თავისუფალი ხარ. ხვალვე შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან გირაოს თანხის შეტანის შემთხვევაში". - ამბობს მამუკა მდინარაძე "იმედზე".
მასალის გამოყენების პირობები






