"გამოგრჩათ, რატომ წაიღეთ ოფისიდან გამაგრილებელი სასმელი და red bull" - ბარამიძე შსს-ს პასუხობს
პოლიტიკა - 19:29, 27 Feb, 2021     1188

"უკაცრავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებაში გამორჩა გამაგრილებელი სასმელები და რედ ბულები" - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრობის" წევრი, გიორგი ბარამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 23 თებერვალს მათი ოფისიდან სერვერის წაღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.

"ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გაამართლონ ის უკანონობა და სამარცხვინო საქციელი, რაც ჩაიდინა ამ რეჟიმის პირველი პირების ბრძანებით პოლიციამ, რომ წაიღეს ჩვენი სერვერი რადგანაც მათ ძალიან აინტერესებთ ჩვენი ბაზა, ჩვენი მხარდამჭერებისა, წევრებისა, ასევე, მიმოწერა ჩვენს მეგობრებთან და ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება პარტიაში ინახებოდეს.

უკაცრავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებაში გამორჩა გამაგრილებელი სასმელები და რედ ბულები, აი ეგ რომელ გამოძიებას სჭირდებოდა, რომ წააყოლეს სპეცრაზმელებმა, მაგაზეც თუ რაღაც ვერსია აქვთ და გამართლება, კარგი იქნებოდა", - თქვა გიორგი ბარამიძემ.

ამავე თემაზე ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ენმ-ს ოფისიდან ტექნიკა იმიტომ ამიოღეს და დალუქეს, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42