"კანონი და სამართალის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მისამართით კრიტიკულ განცხადებას ამჯერად მედიასთან აკეთებს - ჩარკვიანის განცხადებით, შეუძლებელია, რომ მიტინგს რომელზეც ევროატლანტიკური ღირებულებების დამკვიდრებას ითხოვენ, რუსული ვექტორის პოლიტიკოსები ორგანიზატორობდნენ.
მისივე თქმით, ბურჯაძე-ბოკერია "პოლიტიკური გვამები" არიან და ეს პროცესი მათი გაცოცხლებისთვისაა - ჩარკვიანმა მათ "გავრილოვნა" უწოდა.
"წინა პლანზე გამოსულები არიან რუსული ვექტორის ბურჯანაძე და ბოკერია, რომელთაც საერთოდ მანდატი ხელში არ ეჭირათ. ესენი არიან პოლიტიკური გვამები და ამათი პროცესი არის საკუთარი თავების გაცოცხლება. ჩვენი პროცესი, ხალხთან ერთად არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რომ საქართველოში არ იყოს პოლიტპატიმარი და რომ იყოს დასავლური ვექტორი.
შეიძლება, რომ გავრილოვის ინციდენტს ვებრძოდეთ და გავრილოვნა, საკანონმდებლო ორგანოში ხომ გვისხედან და მეორე გავრილოვნა გარეთ იდგეს მიკროფონთან და ის ორგანიზატორობდეს მიტინგს, რომელსაც უნდა ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლა," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსნებთ, რომ დღეს თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბოკერია-ბურჯანიძის მიმართ საკმაოდ კრიტიკული პოსტი - მან ოპოზიციას მოუწოდა:" ნუ არღვევთ შეთანმებას, ეს მებრძოლი ხალხი ბოკერია-ბურჯანაძის გასაცოცხლებლად არ მოდის".
მასალის გამოყენების პირობები






