ქუთაისში ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეთა თქმით, მედიის წარმომადგენელზე თავდასხმა და ძალადობა, ეს არის ძალადობა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე, რაშიც პირველ რიგში დამნაშავეები არიან არა პირდაპირი მოძალადეები, არამედ ადამიანები, რომლებიც ტირაჟირებენ ძალადობას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, რაც ფაქტების პროვოცირებას უწყობს ხელს.
მათივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანების დაცვა. აქციის მონაწილეებმა მანიფესტს მოაწერეს ხელი.
"თავდასხვა მედიაზე, არის თავდასხმა და ძალადობა დემოკრატიულ ღირებულებებზე და ამაში, პირველ რიგში დამნაშავეები არიან არა პირდაპირი მოძალადეები, რომლებიც ხელს ურტყამენ ადამიანს, არამედ ადამიანები, რომლებიც ტირაჟირებენ ძალადობას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. სწორედ ეს უწყობს ხელს ფაქტების პროვოცირებას, რისი მაგალითიც არის თავდასხმა ვახო სანაიაზე. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანების დაცვა, რასაც სამწუხაროდ, ვერ ახერხებს"-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






