"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი ოპოზიციას ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ დემოკრატიის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის კუთხით, საქართველო რეიტინგებში მოწინავე ქვეყანაა.
"ინვესტორების წინააღმდეგაა მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია სჩადის. იგივე ვალუტის კურსზე შეტევა, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების დამძიმება, რაც არის ის მექანიზმები, რასაც ოპოზიცია იყენებს, რომ იქნებ არეულობიდან რამე პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს, რაც უპერსპექტივო ძალისხმევაა. მაგრამ, ამავე დროს, არის კიდევ ერთი ხაზგასასმელი მომენტი - რეიტინგი არ არსებობს მსოფლიოში, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი არ უკავია, სიტყვის თავისუფლებით, დემოკრატიით, ბიზნესის კეთებით, სასამართლოს ან მედიის დამოუკიდებლობით. ეს არის ფაქტი. ძალიან რთულია, ამ ფაქტების ფონზე მოლაპარაკების მაგიდასთან მიხვიდე და ილაპარაკო საქმეზე და არა იმაზე, როგორ დაანგრიო და არეულობა გამოიწვიო", - ამბობს გია ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






