ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ქართული მხარის მონაწილეობით ტრადიციული შეხვედრა ერგნეთში 5 მარტს ჩაინიშნა.
სავარაუდოდ, ქართული მხარე ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას და და სხვა გატაცებულების შესახებაც სიტუაციის გარკვევას შეეცდება.
ზაზა გახელაძის ახლობლებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ თუ როგორ არის ოკუპანტების ტყვე. ზაზა გახელაძის დედას ახლა მხოლოდ ერგნეთის შეხვედრის იმედი აქვს.
შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ 5 თებერვალს ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდების გამო უკანონო პატიმრობაში იმყოფება, 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლო მას ე.წ. სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასაც ედავებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






