პავილიონისი ოცნების პირებზე: საუბრის ეს ენა მე არც პუტინისგან და არც ლუკაშენკოსგან გამიგია
პოლიტიკა - 23:59, 26 Feb, 2021     2209
ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

იგი ამბობს, რომ საუბრის ენა, რომლითაც "ოცნების" პირები საუბრობენ არც პუტინისგან და არც ლუკაშენკოსგან არ გაუგია:

"ჩემს დრამატულ ვიზიტს პრემიერმინისტრისგან სასიამოვნო განცხადებები მოჰყვა. უპირველს ყოვლისა, მე უკვე 20 წელია, რაც საქართველოში ვმოგზაურობ, შესაძლოა, ნაკლები – ვარდების რევოლუციის შემდეგ. მე არასდროს, ცხოვრებაში არასდროს მინახავს ასეთი პოლარიზაცია და მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან მოდის, ეს მეტწილად მმართველის პარტიისგან ხდება.

იმათ, რაც მე მათ პირადად მითხრეს, შემაძრწუნა. საუბრის ასეთი ენა მე არ გამიგია არც პუტინისგან და არც ლუკაშენკოსგან. ისინი უფრო ბრძენები გამოდიან. როდესაც მთელ ოპოზიციას ეძახი ბოლშევიკებს, ფაშისტებს, დამნაშავეებს... ისინი დემოკრატიის "გაწმენდის" გზას ხედავენ მხოლოდ მათ დაპატიმრებაში. მე ვცდილობდი, ამეხსნა, რომ დასავლეთში ჩვენ ასე არ ვიქცევით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვძულს კომუნისტები, ერთმანეთს არ ვაპატიმრებთ. როდესაც მე მათ ვახსენებ, რომ ეს პარტია ასევე არის EPP-ის ოჯახი და ისინი EPP-ს უწოდებენ ფაშისტს, კრიმინალსა, თუ მაფიას, ვინ არის მაფია? მერკელია მაფია? ფონდერლაინია მაფია?

მათ ჩემზე ფილმი შექმნეს ბიძინას ტელევიზიაში, რომ მე თითქოს, სააკაშვილისგან ფულს ვიღებ. თუ მათ შეუძლიათ, რომ მე გამიკეთონ ეს, რას გაუკეთებენ ისინი ქართველ ხალხს? ამიტომ, მოკლედ რომ ვთვქათ, ივანიშვილის მარიონეტებმა ყველა ზღვარი გადალახეს და მათ გაკვეთილი უნდა ისწავლონ..." - ამბობს პავილიონისი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42