გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას პეტიციით ითხოვენ. პეტიციის ავტორები ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნას პირველი მარტიდან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოითხოვენ.
"საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის მიმოსვლის თავისუფლება არის კონსტიტუციით დაცული უფლება. დღეს, როდესაც 3 თვიანი ლოდინის შემდეგ კვლავ ბუნდოვანი რჩება, როდის მოიხსნება კომენდანტის საათი და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ზოგადად მისი დაწესება/მოხსნის საკითხი, ამ შეზღუდვის არ მოხსნა აჩენს ლოგიკურ ეჭვს, რომ მისი გამოყენება არ ხდება ეპიდემიოლოგიური მოტივით.
მაშინ, როდესაც კომენდანტის საათის გამო მოხდა უამრავი ავარია და დაზიანდნენ ჯანმრთელი ადამიანები, შეზღუდული დროის გამო გადავსებულია მუნიციპალური ტრანსპორტი, ასი-ათასობით ჯანმრთელი ადამიანი გამოკეტილია სახლში და ზიანდება მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა. კომენდანტის საათის, როგორც შეზღუდვის რაიმე ფორმით დატოვება არის კატეგორიულად მუღებელი", — ნათქვამია პეტიციაში.
მასალის გამოყენების პირობები






