26 წლის ოჯახი დავანგრიე! – 96 წლის მამამთილის ცემაში დადანაშაულებული ქალი სახლიდან წავიდა
საზოგადოება - 20:53, 26 Feb, 2021     12545

ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც რძალ-მამამთილის და მამამთილის ადვოკატის ცემას ეხება, გრძელდება. მართალია, ჩანიშნული პროცესი გადაიდო, თუმცა რძალმა მეუღლის ოჯახი დატოვა და ამის შესახებ “პრაიმტაიმს” ესაუბრა.

როგორც თიანეთში მცხოვრებმა მანანა ახალაურმა განაცხადა, ის ქმარს გაშორდა და სახლი დატოვა. მისი თქმით, მამამთილის მხრიდან, საფრთხეს გრძნობდა და ასე ცხოვრება აღარ შეეძლო. მანანა ახალაური იმავე სოფელში, სხვა უბანში დასახლდა და სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას კვლავ აგრძელებს.

არსებული ინფორმაციით, 96 წლის ვარდო თათარაშვილმა საქველმოქმედო ფონდის „ერთობა საქართველოსთვის“​ დაქირავებული ბინა დატოვა და შვილიშვილმა წაიყვანა.


“ახლა, ჩემი მამამთილის ადგილ-სამყოფელი ნამდვილად არ ვიცი, მივატოვე ოჯახი და საცხოვრებლად სხვაგან გადავედი. 26 წლის ოჯახი დავანგრიე და ამ კონფლიქტის გამო სახლიდან წავედი.

მე იმ სახლში ცხოვრება არც ფიზიკურად შემიძლია და არც მორალურად, რადგან ამ კაცის (მამამთილი) აგრესიისგან თავს ვერ დავიცავ, შეიძლება მომკლას და ამიტომაც, წავედი.

– როგორია თქვენი მეუღლის პოზიცია?

– როცა არ მეცხოვრება, ჩემი მეუღლე ხომ ვერ დამაბამს და იქ ცხოვრებას მაიძულებს?! რა ქნას ქმარმა, ის მამაა და რას უზამს, სანამ ის ცოცხალია, მინდა დიდხანს იცოცხლოს, არ შემიძლია იქ ყოფნა.

– სამსახური დატოვეთ?

– ტერიტორიულად იგივე სოფელში ვარ, სხვა უბანში. ამიტომ, სამსახური არ დამიტოვებია. სახლში მხოლოდ ჩემი ქმარი იმყოფება. შვილი თბილისშია, სტუდენტია.

– რატომ გადაიდო სასამართლო პროცესი?

– იმიტომ, რომ ჩემს ადვოკატს თიანეთში ჩამოსვლა არ შეეძლო, რადგან სხვა ორი პროცესი ჰქონდა.

ცნობისთვის, შსს-მ მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. შემაკავებელი ორდერის საფუძვლით მანანა ახალაურს მამამთილთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.


"პრაიმტაიმი"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42