"ინფორმაცია, თითქოს პატიმარს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, სიცრუეა" - პენიტენციური ბრალდებულის მეუღლეს პასუხობს
საზოგადოება - 19:49, 26 Feb, 2021     1196

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ბრალდებულ ზ.ჩ.-ს მეუღლის ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცცელებს.


უწყების ცნობით, ინფორმაცია, თითქოს პატიმარს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, სიცრუეა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ბრალდებულ ზ.ჩ.-ს მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმარს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, სიცრუეა. სინამდვილეში ბრალდებულს, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.

ზ.ჩ. იმყოფება N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 2020 წლის 19 აგვისტოდან.

დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ბრალდებულმა წარმოადგინა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია, საიდანაც ჩანდა, რომ ჩატარებული აქვს ქვედა კიდურების ვენების ტრიპლექ სკანირება. ექიმ-ანგიოლოგის მიერ დასმული დიაგნოზია: მარცხენა ქვედა კიდურის, პოსტრომბოფლებიტური დაავადება, ქრ. ვენური უკმარისობა. ყოველივე ამის გათვალისწინებით დაიგეგმა და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 21 სექტემბერს ჩაუტარდა ანგიოლოგის კონსულტაცია და დოპლეროგრაფია დაესვა დიაგნოზი: ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი; პოსტფლებიტური სინდრომი.

სისხლძარღვების დუპლექს-სკანირების დასკვნით: ორივე ქვედა კიდურის ვენური სისტემის მხრივ არსებითი მნიშვნელობის პათოლოგია არ ვლინდება, დაენიშნა კონსერვატიული მკურნალობა და ანგიოლოგის მეთვალყურეობა, რისთვისაც ზ.ჩ. დარეგისტრირებულია ერთიან რეფერალურ ბაზაში, რათა განმეორებით გეგმიურად ჩაუტარდეს ანგიოქირურგის კონსულტაცია და შესაბამისი საჭირო კვლევები. ამ მიზნით დაგეგმილია ბრალდებულის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანა მომდევნო კვირას.

აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს ბრალდებულმა მიიყენა დაზიანებები მკლავებსა და მუცლის ზედაპირზე, რის გამოც მას ადგილზევე გაეწია სამედიცინო მომსახურება, ვინაიდან დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, მისი კლინიკაში გაყვანის და ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ დამდგარა" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42