ნიკა მელიამ პროკურატურას უარი დღეს კიდევ ერთხელ შე უთვალა.
მელია გირაოს გადახდას არ აპირებს და შოთაძის უწყების მორიგ განცხადებას "დადგმულ ტრიუკს" უწოდებს.
ნიკა მელიას პოზიცია დღეს მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა გაახმოვანა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 დაწესებულება
"ის არის მხნედ, საბრძოლო განწყობაზეა და ყველაზე მეტად რასაც ის ხაზს უსვამს, ორჯერ მოვინახულე და ორივეჯერ ამაზე ისაუბრა, ის არის ამაყი, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მყოფმა ადამიანებმა წინააღმდეგობა არ გაუწიეს პოლიციას. როგორც იცით სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად გვითხრა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, თუმცა ამით არაფერი არ დასრულებულა, იმიტომ რომ თავად ბრალდების და დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს აღკვეთი ღონისძიების გაუქმება. ამას სჭირდება ახალი საფუძველი, ისეთი გარემოება, რომელიც არ არსებობდა მისთვის პატიმრობის შეფარდების დროს" - ამბობს საძაგლიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






