ჟურნალისტი ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
სანაია სამივე ბრალდებულის პატიმრობას ითხოვს - მისივე თქმით, ყველა ბრალდებული მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა.
"გიგაური, რომელიც პირველად წამოვიდა დასარტყმელად, როცა მე გავიწიე წაიქცა. შემდეგ ის ორი მოვიდა, ამასობაში ესეც წამოდგა, და სამივე მონაწილეობდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში - ხელებით, ფეხებით. ამიტომ ამ ნაწილში სამივეა დამნაშავე. რაც შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობას, გიგაური ცალსახად დამნაშავეა, მეორეც, საყევარიშვილი ასევე ცალსახად დამნაშავეა. პირდაპირ ამბობდნენ, როგორც ჟურნალისტს ისე მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ასახელებდნენ ტელევიზიებს, სადაც ვმუშაობდი.
რაც შეეხება ერთ-ერთს, სახელაშვილს, ის ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდა, თუმცა მის ნაწილში არ მომისმენია ტელევიზიის ხსენება ან რაიმე ამდაგვარი ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა ისიც უნდა დაისაჯოს, რადგან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა. სამივე ჩაჯდება ციხეში, ეს არის ჩემი მოთხოვნა, და არ გაბედოს სხვა რაიმე გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებამ", - ამბობს ვახო სანაია.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 24 თებერვას, გვიან ღამით თავს დაესხნენ.
მასალის გამოყენების პირობები






