ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანა ნაუსედამ, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა, სადაც ოკუპაციის 100 წელზე და საქართველოს გასაბჭოებაზეა საუბარი.
პრეიდენტი ასევე ეხმიანება საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია.
"სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საქართველოში და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დიალოგის გზითაა შესაძლებელი. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის გადალახვას. ლიეტუვა მზადაა იპოვოს გზა დიალოგისა და კონსენსუსისთვის ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის" წერს ლიეტუვას პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმა ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავა და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი შტურმით აიღო. .
მასალის გამოყენების პირობები






