ლუსონის ახალი შოურუმი საბურთალოს სითი მოლში 25 თებერვალს გაიხსნა
საზოგადოება - 16:48, 26 Feb, 2021     1806

25 თებერვალს შუადღის 3 საათზე საბურთალოს City Mall-ში პრემიუმ ბრენდი „ლუსონის“ ახალი შოურუმი გაიხსნა.

ღონისძიებაზე მისულ ვიზიტორებს ბევრი საინტერესო სიახლე დახვდათ როგორც პროდუქციის, ასევე ფერთა გამის, ტენდენციებისა და მოდელების თვალსაზრისით.

პრემიუმ კლასის სარემონტო მასალების ბრენდი "ლუსონი" მომხმარებლებს ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაწყობად საჭირო 10 000-მდე დასახელების ექსკლუზიურ, უმაღლესის ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. ძირითადი მიმართულება სამშენებლო მასალები, კერამიკული ფილები, საყოფაცხოვრებო ნივთები და მცირე დეტალებია, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს გამორჩეულს გახდის.

საბურთალოს ფილიალში ძირითადად ევროპული ბრენდები იქნება წარმოდგენილი განსხვავებული კატეგორიებიდან: აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი, ავეჯი და კარები, შპალერი, განათება და ა.შ.

გარემო სახლის დიზაინთანაა მიახლოებული. რამდენიმე კუთხე სპეციალურად გამოვყავით და ადამიანს შეუძლია თავი საკუთარ სახლში ან სააბაზანოშიც კი იგრძნოს. - აღნიშნა ლუსონის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი ბეღელურმა.

"ლუსონი" საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 2 წლის წინ გამოჩნდა. პირველი 4 სართულიანი შოურუმი აკაკი ბაქრაძის 23 ნომერში მდებარეობს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის სასურველი თუ აუცილებელი საყოფაცხოვრებო დეტალის შერჩევა. კიდევ ერთი უპირატესობა ხანგრძლივი საგარანტიო პერიოდი და პროდუქციაზე მიღებული ოფიციალური დოკუმენტებია, რაც კომპანიის პრემიუმ მიდგომას უსვამს ხაზს.

აქამდე ლუსონში ის ხალხი მოდიოდა, ვინც ერთგული მომხმარებლებელია და უკვე იცის ჩვენი პროდუქტების შესახებ. მოლები დატვირთულია ადამიანებით, რომლებიც სეირნობენ და მათთვის საინტერესო ნივთებს ეძებენ. გვსურს, რომ გამვლელმაც კი შეამჩნიოს ლუსონის ახალი შოურუმი და სიამოვნება მიიღოს იმ ყველაფრით, რასაც ვთავაზობთ. - დაამატა გიორგი ბეღელურმა.

საბურთალოს City Mall-ის ფილიალში მაღალი ხარისხის პროდუქციასთან ერთად, განსაკუთრებულ მომსახურებასაც მიიღებთ. კომპანიის მენეჯერები და დიზაინერები დაგეხმარებიან იმ დეტალების გათვალისწინებაში, რომლებიც თქვენს ინტერიერს გამორჩეულს, დახვეწილსა და მიმზიდველს გახდის.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42