პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან იოსელიანის თქმით, მოქალაქეები დაიღალნენ "განუწყვეტელი აქციებით" და მისი პარტია ამას არ შეუერთდება.
იოსელიანის თქმით, მათი ამოცანაა საარჩევნო რეფორმა მივიდეს ბოლომდე.
"ჩვენი მოქალაქეებუი დაიღალნენ განუწყვეტელინ დაპირისპირებით და დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით.
NDI-ის ბოლო კვლევაში მოქალაქეების 80 პროცენტი ამბობს, რომ პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში. ესაა ერთ ერთი სწორი გამოსავალი. ამიტომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა.
ჩვენ არ შევუერთდებით აქციებს. ჩვენ კონკრეტული ამოცანა გვაქვს, რისთვისაც ვართ პარლამენტში და ეს არის საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რაც არის გადამწყვეტი ამ ქვეყნისთვის. თუ არჩევნებს ექნება ნდობა, აწი არასოდეს აღარ იქნება ასეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არც აქციების საფუძველი გახდება არჩევნები და არც დაპირისპირების", - ამბობს ის.
ცნობისთვის, "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშილიც, იმავე აზრზეა და განაცხადა, რომ "აქციებს არ შემოუერთდება".
მასალის გამოყენების პირობები






