გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არ გადაიხედება. უცვლელია ნიკა მალიას გათვისუფლების მოთხოვნა.
რუსთაველზე შეკრებილებს ოპოზიციის ლიდერებმა ოპოზიციური პარტიების ერთობლივი წერილიც გააცნეს შეკრებილ მოქალაქეებს.
"დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
საპარლამენტო არჩევნების გაყალებების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრების და ოპოზიციური პარტიის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა. ივანიშილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანა ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა.
ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესის მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ეს არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი პოზიცია და ეს პოზიცია არ გადაიხედება. მართალია, ხელისუფლება ამბობს, რომ არ აპირებს დათმობაზე წასვლას, მაგრამ "მშვიდობიანი, ლეგიტიმური ძალის დემონსტრირებით ივანიშვილის იძულება შესაძლებელია", - ნათქვამია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






