კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა იშვიათი არ არის - ამას კიდევ ერთი ჟურნალისტი, ნინი ჟიჟილაშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მას უცნობი პირი სახლთან დახვდა და ფოტოებს უღებდა.
"ჩემი შეცდომაა, რომ ამის შესახებ არ ვთქვი საჯაროდ და არ მივმართე პოლიციას. მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და მიღებდნენ ფოტოებს. მეზობელი ჩაერია და მეორედ იგივე მამაკაცი დამხვდა და შემდეგ უკვე ოჯახის წევრები ჩაერივნენ. ამით სიტუაცია განიმუხტა. ეს ხდება შიგადაშიგ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ხალხი აუცილებლად მოგზავნილია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ არა. ჩემი ეზო არის შემოფარგლული და შემთხვევით იქ არავინ ხვდება. ანუ ვიღაც დგას, გელოდება. შემდეგ შემომყვა სადარბაზოში, როცა მეზობლებმა ჰკითხეს ვინ ხარ, მერე გაიქცა", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახს სამი პირი ვაკეში თავს გამთენიისას დაესხა.
მასალის გამოყენების პირობები






