"ინტერნიუსი-საქართველო“ გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმას - განცხადება
საზოგადოება - 21:33, 25 Feb, 2021     1069

"ინტერნიუსი-საქართველო" ეხმაურება და გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმას.

ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანს, ვახო სანაიას , 24 თებერვალს, ღამით, როცა ჟურნალისტი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, თავს დაესხა რამდენიმე პირი და ფიზიკურად გაუსწორდა, ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელები თავდაპირველად ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, ჟურნალისტის ამოცნობის შემდეგ კი ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ზურგიდან მიეპარნენ და ძირს დაგდებული სცემეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ვახო სანაიას ოჯახის წევრებსაც.

"ინტერნიუსი-საქართველო“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი და ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ხშირად გამოხატავენ შეუწყნარებლობას კრიტიკული ჟურნალიზმის მიმართ და საჯარო განცხადებებით ახალისებენ მედიის წარმომადგენელთა შეურაცხყოფას და მათზე თავდასხმებს.. სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების საქმიანიბაზე ხელშეშლა და მედიაზე თავდასხმა მუდმივად იგნორირებულია და კანონდარღვევის ამ მუხლით ჩვენს ქვეყანაში არავინ დასჯილა.

"ინტერნიუსი-საქართველო“ ძალადობის ასეთ წახალისებად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრის, მათ შორის, გიორგი ვოლსკის, მაკა ბოჭორიშვილის და დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელ კომენტარებს სანაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

ძალადობის დაგმობასთან ერთად მათ აღნიშნეს, რომ ხშირად ჟურნალისტებიც მიმართავენ სიძულვილის ენას და "ტყულს“, რაც ასევე იწვევს დაძაბულობას საზოგადოებაში.

"ინტერნიუსი-საქართველო“ შეახსენებს პარლამენტარებს, რომ კრიტიკა პოლიტიკოსის მიმართ სიძულვილის ენა არაა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციით. გარდა ამის, დემოკრატია, მისი განვითარება, წარმოუდგენელია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის გარეშე.

"ინტერნიუსი-საქართველო“ მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს: კანონის შესაბამისად, დროულად და სამართლიანად გამოიძიონ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტი. მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ მედიას და არ წაახალისონ მის მიმართ აგრესია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42