"ფორმულას" ჟურნალისტი , ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე განხორციელებულ თავდასხმაში "მთავარი არაა ის სამი არააობა, მთავარია რა ძალები დგანან მათ უკან".
სანაიას შეფასებით, გუშინდელმა თავდასხმამ აჩვენა "თუ როგორ ფორთხავს სახელმწიფო ამ არარაობების წინაშე".
ჟურნალისტი ერთ-ერთი თავდამსხმელის, ვაჟა გიგაურის, მამიდის, რომელიც, მოჭიდავე, გეგა გეგეშიძის დედაა, მიერ გაკეთებულ კომენტარსაც პასუხობს და აცხადებს, რომ მათგან მსგავსი განცხადებები არ უკვის:
"ეს სამი არარაობა არაა აქ მთავარი, აქ მთავარია, რა ძალები დგანან მათ უკან. რის უფლებას აძლევენ. მე დავრჩი შეურაცხყოფილი გუშინ, როდესაც პოლიცია არაფრად მიაჩნდა ადამიანს და რიგით პოლიციელებს, რომლებსაც ძალიან ღირსეულად ეჭირათ იქ თავი, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ისინი იყვენენ თავის სივრცეში და პოლიცია შევიდა იქ. ეს იყო დემონსტრირება იმის, თუ როგორ ფორთხავს სახელმწიფო ამ არარაობების წინაშე.
რაც შეეხება, გეგა გეგეშიძის დედას, რომლის კომენტარიც მე მოვისმინე და ზღაპრებს ყვებოდა ეს ქალბატონი. სხვათაშორის, მე ვიცნობ, ერთხელ მე და თამუნა მაღაზიაში შევედით და იქ გვიმტკიცებდა, როგორ არაფერ შუაში იყო მისი შვილი, იმ ამბაზე, როდესაც სცემა მოჭიდავეს. ამის მერე არაფერი არ მიკვირს და ამ ქალბატონმა ზუსტად იგივე თქვა დღეს ჩემთან დაკავშირებით", - ამბობს ვახო სანაია.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ.
მასალის გამოყენების პირობები






