პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობრივი აქტი, თუდაც, უსწრორო ფორმით წარმართულ ჟურნალისტურ საქმიანობაზე არის აბსოლუტურად მიუღებელი.
თუმცა, მისივე თქმით, არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ასეთ სტანდარტებს არ იცავენ.
"არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც თავის საქმიანობაში მაღალი სტანდარტებით საქმიანობენ და ეს ნამდვილად შექებას და მხარდაჭერას იმსახურებს. არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ასეთ სტანდარტებს არ იცავენ, ამის მიუხედავად, ყოველგვარი ძალადობრივი აქტი, თუდაც, უსწრორო ფორმით წარმართულ ჟურნალისტურ საქმიანობაზე არის აბსოლუტურად მიუღებელი", - ამბობს, მიხეილ სარჯველაძე.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ.
მასალის გამოყენების პირობები






