საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, "ფორმულას" ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე, თავდასხმას სოციალური ქსელით ეხმაურება.
ღარიბაშვილის აცხადებს, რომ გმობს ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქსი, მით უფრო , მედიის წარმომადგენლების მიმართ.
პრემიერ - მინისტრს მადლობა არსდროს ავიწყდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ოპერატიულად მოქმედებისთვის მადლობას უხდის.
"მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს", - წერს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ.
მასალის გამოყენების პირობები






