შეცდომა დაუშვეს, ჩაასწორეს და ჩასწორებულშიც უზუსტობაა - მთავრობის ადმინისტრაციის აბლაბუდა ოკუპაციის 100 წლის თავზე
პოლიტიკა - 16:44, 25 Feb, 2021     3004
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გევრდზე გავრცელებულ ინფორმაციაში არსებული უზუსტობების გამო ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა და ბოდიში მოიხადა. როგორც განმარტებით ინფორმაციაშია ნათქვამი, ტექსტში დაშვებული უზუსტობა ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება:


"როგორც პასუხისმგებელი პირი, ბოდიშს ვიხდი ხარვეზისთვის, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ამჟამად გასწორებულია",
- ნათქვამია განმარტებით განცხადებაში.

მთავრობის მიერ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განახლებული განცხადება კი ასე გამოიყურება:

"საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური ჯარის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეებში ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

იუნკერები საქართველოს თავისუფლებისთვის 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ", - ნათქვამია განახლებულ განცხადებაში, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეცვლილ ტექსტში მაინც არის გაშვებული უზუსტობა.

აღნიშნულ განცხადებას გამოხმაურა ისტორიკოსი ბექა კობახიძე, რომელიც იმ ტექსტში არსებულ უზუსტობაზე სოციალურ ქსელში დეტალურად წერს:

"25 თებერვალს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, საქართველოს ისტორიის ცოდნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა იქცევა ისე, ოროსან ბავშვს გაკვეთილის მოსაყოლად რომ გამოიძახებენ, ჰაერში იყურება და სისულელეების მოყოლას იწყებს.

ჩემი გუშინდელი პოსტის შემდეგ „შეასწორეს” თავიანთი განცხადება, მაგრამ ისევ ისეთი სისულელე დადეს.

საბჭოთა რუსეთი შემოიჭრა არა 17 თებერვალს, არამედ 11-12 თებერვლის ღამეს. ყველაზე საბედისწერო ბრძოლები სწორედ 11-17 თებერვლის ინტერვალში იყო.

იუნკრებს ძალიან ცუდად გადაეკიდნენ. ახლა იალღუჯასთან ბრძოლა დააბრალეს.

თან ეს გააკეთეს ისე, რომ განცხადებაც გაავრცელეს, ბოდიში შეგვეშალაო, ახლა კარგად დავფიქრდით და კრისტალიზებულ ინფორმაციას გთავაზობთო", - წერს იტორიკოსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42