ჩვენც ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ და კრიტიკაზე უარს ვერ ვიტყვით - ვოლსკი სანაიაზე ძალადობას ახალისებს
პოლიტიკა - 15:37, 25 Feb, 2021     839

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს უამრავი გამოხმაურება მოჰყა პოლიტიკოსებშიც, რომელთაგან სახელისუფლებო გუნდის წევრების კომენტარები ღიმილის მომგვრელიც კია, თუ არა მივაქცევთ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ეს ადამიანები წერენ და ადგენენ კანონებს და ხშირ შემთხვევაში შერჩევითი სამართლის მეშვეობით მათი ახლობლები თუ მეგობრები კანონის გვერდის ავლით ახერხებენ მცირე, არც თუ ისე მცირე და დიდი დანაშაულის ჩადენას. ამიტომ, ფრაზები, რომელიც ცოტა სასაცილოდაც კი ჟღერს, ნამდვილად სატირალი უფროა, თუმცა, როგორც იტყვიან, იუმორი გვეხმარება იმ ნეგატივის განეიტრალებაში, რომელსაც უსამართლობის შეგრძნება იწვევს.

ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ კი ნამდვილად სამართლიანად აღნიშნა, რომ კრიტიკის უფლება ხელისუფლებასაც აქვს, რადგან მისი წევრებიც ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. რა თქმა უნდა, დემოკრატიის პრინციპიც ხომ ეს არის - ადამიანს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აქვს, სანამ ეს ზღვარი სხვის უფლებაზე გავა. ახლა ის არის საინტერესო, განსხვავებული შეხედულება და ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული განწყობა რამდენად არის თავისუფლება ჩვენს დღევანდელ "დემოკრატიულ" სახელმწიფოში, თუ ამის გამო, შესაძლოა, ფიზიკურად გაგისწორდნენ. ოცნების გუნდი მხოლოდ მათ თვლის კრიმინალებად, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის და დემოკრატიულ ღირებულებას ახსენებს მმართველ პარტიაში მყოფ პირებს.

რაც შეეხება ვოსლკის, მან ჩვეული რიტორიკა არ დაივიწყა და ვახო სანაიაზე თავდასხმის თემა ისევ ოპოზიციურ პარტიაში მყოფი ადამიანების "აგრესიასთან" გააიგივა:

"ჩვენ კრიტიკას, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვიტყვით, იმიტომ, რომ ისეთივე მოქალაქეები ვართ სრულუფლებიანი ამ ქვეყნის, როგორიც თქვენ ხართ. თავდამსხმელები, აგრესორები, დღესდღეობით ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გარშემო. ვისაც ჩვენს მიმართ აქვს გარკვეული მხარდაჭერა, იმან არათუ არ უნდა გააკეთოს არანაირი თავდასხმა ან რამიე აგრესიული მოქმედებებით შეურაცხყოს ჩვენი პოლიტიკური პრინციპები და პოზიცია, საუბარშიც კი უნდა იყოს გაცილებით თავშეკავებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს დაესხა სამი პირი. მათი ვინაობა ცნობილია - ვაჟა გიგური, გიორგი სახელაშვილი, სულიკო საყევარაშვილი. არსებული ინფორმაციით, ისინი ოცნების წარმოამდგენლობასთან დაახლოებული ადამიანები არიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42