დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს ფაქტობრივად “სახის ახევაა” "ქართული ოცნებისთვის“ და დასავლეთისთვისაც - ხათუნა ლაგაზიძე
პოლიტიკა - 21:29, 24 Feb, 2021     1262

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას.

მისი თქმით, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევა „ქართული ოცნებისთვის“ და იგივე დასავლეთისთვის, რომელიც ამდენი ხანი შეხმატკბილებულად თანამშრომლობდა „ოცნებასთან“.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, თუკი ახლა ეს „ქართულ ოცნებას“ შერჩა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ძალიან მძიმე ავტორიტარიზმის მსხვერპლი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა.

„დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, აქ ხომ მელიაში არ არის კონკრეტულად საქმე, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევა „ქართული ოცნებისთვის“ და იგივე დასავლეთისთვის, რომელიც ამდენი ხანი შეხმატკბილებულად თანამშრომლობდა „ოცნებასთან“. ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში დემოკრატიის ბოლო საყრდენად იყო ცნობილი, ამ ქვეყნის ხელისუფლება შტურმით იღებს მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბბინას. დასავლეთი ძალიან კარგად ხედავს, ამას რა შეიძლება მოყვეს. ამის შემდეგ თუ რეაქცია არ იქნება სათანადო, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიდგებიან, აუცილებლად მიდგებიან თავისუფალ მედიას და მერე ეს წავა დომინოს პრინციპით, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ესენი ახალს არაფერს აკეთებენ.

გასაგებია პოლიტიკოსების ავხორცული ვნებები, მაგრამ საზოგადოების მიკვირს და მტკივა, ვინც აღტაცების ყიჟინით ხვდება „ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას. მათ მინდა შევახსენო, ძალიან ბედნიერები რომ იყვნენ საჩვენებელი დაჭერებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ძალიან ბევრს არ ეგონა, რომ ეს დაჭერა, ტერორი, უფლებების შეზღუდვა, ბიზნესების წართმევა მათ კართანაც ჩაიმუხლავდა, სეირს უყურებდნენ ტელევიზორებით და ხომ აღმოჩნდა ისე, რომ ამ ტერორის მსხვერპლი ლამის მთელი საქართველო გახდა. არ დარჩენილა ჯიხურის მფლობელი, რომ არ შეხებოდა ეს ხელი. პირობას გაძლევთ, თუკი ახლა ეს „ქართულ ოცნებას“ შერჩა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ძალიან მძიმე ავტორიტარიზმის მსხვერპლი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და ვინ ვის მისცა ხმა“, - განაცხადა ლაგაზიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42