რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ავტოკოლონით თბილისიდან დაიძრნენ და ენმ-ს ლიდერის პოლიტიკური დევნა ჯერ მსვლელობით, შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს ჰიმნის შესრულებით გააპროტესტეს.
"ნიკა შენთან ვართ" - ისმის შეძახილები იმ საპატიმროს წინ, სადაც ოპოზიციის ლიდერი არის მოთავსებული.
"ეს არის ჩვენი მეგობრების გამხნევების აქცია, ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან დატუსაღებულები. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანის აქტიურობა, რომელაც სურს ქვეყანა უფსკრულში არ ჩავარდეს, აუცილებელია ეს ზვავი, რომელიც ქვეყანას წალეკავს და რომლის გენერირება ამ ღრჯო ივანიშვილმა მოახდინა, გაჩერდეს! ეს ყველაფერი ამისთვისაა, ქვეყანა გადავარჩინოთ უფსკრულში ჩავარდნისგან. უფსკრულში თუ ჩავვარდებით, მერე "ქოცი" და "ნაცი" არავის გაახსენდება" - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
(ინტერპრესნიუსის ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები






