"ქართული ოცნების" დეპუტატის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რიბილი იყო. მეტიც "ოცნების" ახალი სახე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ყველა ქვეყანაში იქნებოდა შეშფოთების საფუძველი.
"საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია, იქიდან გამომდინარე რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში, და ეს რა თქმა უნდა ყოველთვის და ყველა ქვეყანაში იქნება შეშოფთების საფუძველი, თუმცა უნდა ხაზი გავუსვათ ერთ რამეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერების სხვა განვითარებულ ქვეყნებში ასე არ იქცევიან, როგორც საქართველოში. ამიტომ ეს კრიტიკა იყო მოსალოდნელი, ეს კრიტიკა, პრინციპში, ჩვენთვის ნაწილობრივ მისაღებიც შეიძლება იყოს", - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებასუმწვავესი საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები სანქციებზე ალაპარაკდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






