ტყუილად ჰგონიათ "მასკებში" დამალულ სამართალდამცავებს, რომ მათი სახელი და გვარი არ ვიცით - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 13:11, 24 Feb, 2021     1393

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანაში პროტესტი გაგრძელდება და ის უმწვავეს სახეს მიიღებს. მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელიც სახეს ნიღბის ქვეშ მალავდა, იდენტიფიცირებულია და ისინი მომავალში ვეღარ შეძლებენ სახელმწიფო სამსახურში მუშაობას:

„ჩვენ ვხედავთ არნახულ საერთაშორისო მხარდაჭერას ნიკა მელიას მიმართ და უდიდეს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა და ხდება ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს ის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ჩვენ აქ ვაპროტესტებთ უკუსვლას, დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას, ვაპროტესტებთ იმას, რომ ქვეყანა შინაარსობრივად ემსგავსება რუსეთს და ბელარუსს. აქაური ჩვენი ხალხის პროტესტის გარეშე არაფერი და ვერაფერი მოხდება, სამწუხაროდ. განცხადებები დარჩება განცხადებებად, თუ ჩვენ არ ვიაქტიურეთ. პროტესტს მითუმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ხელისუფლება გავიდა ყველა წითელ ხაზს იქით, როდესაც ვანდალიზმი გახდა ამ ხელისუფლების ჩვეული ცხოვრების წესი, როდესაც მილიონზე მეტ ადამიანს გადააქცევ შენს ქვეყანაში მეორე ხარისხოვან მოქალაქედ, მიიღებ აუცილებლად მწვავე პროტესტს. პროტესტი იქნება უმწვავესი მანამ, სანამ პოლიტიკური პატიმრები არ იქნება გათავისუფლებული და არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს, როგორც არა ვინმეს აკვიატებას, არამედ ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალს. რასაც ჩვენი კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს საშუალებას, უნდა ველოდოთ ყველაფერს - პიკეტი, მანიფეატაციები ყველა ქალაქში, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს ყველგან, იმიტომ, რომ ეს მიწა არის ჩვენი საერთო მიწა და თუ თქვენ გადაწყვიტეთ მეგობრებო, რომ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ, ამ ფუფუნებას თქვენ ვერ მიიღებთ. ამიტომ ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ აი, ის სამარცხვინო რამ, რაც მათ ჩაიდინეს და მათი კოლეგა რომ ციხეში გაუშვეს, მხოლოდ მაგიტომ იქნება ინდივიდუალურად სიცხვილის ბოძზე გამოკრული და ასევე, ტყუილად ჰგონიათ „მასკებში“ დამალულ სამართალდამცავებს, რომ მათი სახელი და გვარი არ ვიცით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ინდივიდუალურად ვინც აი, ამ ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეობდა. ის დრო წავიდა აი, ხელისუფლება შეიცვლება და ჩვენ ყველას გამოვადგებით - არა! ვინც არის ვანდალი, ვინც აი, ასეთ რამეზე მოაწერს ხელს, უნდა იცოდეს, რომ მას ექნება „მგლის ბილეთი“ და არასდროს სახელმწიფო სამსახურში არ იქნება იმიტომ, რომ ის არის მონა და ჩვენ სახელმწიფო სამსახურში გვჭირდება ის, ვინც ემსახურება ხალხს და არა ერთ ვიგინდარა მილიარდერს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42