ცნობილი ქართველი, ტრაგიკულად გარდაცვლილი ჟურნალისტი, გიორგი სანაია , დღეს 46 წლის გახდებოდა - მას სოციალურ ქსელში მეგობრები და ოჯახის წევრები იხსენებენ.
ემოციური პოსტი გამოაქვეყნა მისმა შვილმა, სანდრო სანაიამაც.
"26 წლის გახდი ისევ. მეოცედ ოღონდ. 20 წელია 26 წლის ხდები. ამასობაში მეც დაგეწიე. 1 წელიწადში ტოლები ვიქნებით. ოღონდ მე დავბერდები და მერე გაგასწრებ. რამდენი ციფრია ისე, რა ამბავია. შენი შვილობა უფრო ძნელია, ვიდრე ჩემი მამობა. მარა რა მამა-შვილობა? იმენა ძმაკაცები უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც. მარა იმ ძმაკაცების რიცხვს განეკუთვნები, ცოტა რიდი რო მაქვს. ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როცა მეუბნებოდნენ, აბა შენ იცი, მის გზას გაყევიო. მომაკრეს იარლიყი და გამანადგურეს მაგით. იმხელა თამასა დამიდეს, ვერც კი მივწვდი, ნი ტო შტო – გადავახტი. გილოცავ, ისევ 26-ის გახდი. განა ბევრს შეუძლია ეგრე?”, – წერს სანდრო სანაია.
შეგახსნებთ რომ 2001 წლის ივლისში, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით ამ მკვლელობის მიზეზი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო. მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი. გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მასალის გამოყენების პირობები






