ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში დიტმირ ბუშატი Twitter-ზე ეხმაურება და ყველა პოლიტიკურ აქტორს თავშეკავების გამოჩენისა და დიალოგისკენ მოუწოდებს:
"ყურადღებით ვადევნებ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მე, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად და ასევე ქვეყნის მისწრაფების შესაბამისად, რომელსაც ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა სურს," - წერს დიტმირ ბუშატი.
შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა მელია გუშინ, მას შემდეგ აიყვანა, რაც ენმ-ს ოფისი შტურმით აიღო. ენმ-ს თავმჯდომარის დაკავებას უამრავი საერთაშორისო გამოხმაურეა მოჰყვა, რომელიც ერთმანეთზე მწვავე და კრიტიკული იყო.
მასალის გამოყენების პირობები






