ევროპარლამენტის უმწვავესი წერილი საბჭოს პრეზიდენტს: "საქართველოში დაძაბულობამ საშიშ ნიშნულს მიაღწია და კრიზისი აჩენს რისკს, რომ ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების გზიდან გადაუხვევს"
პოლიტიკა - 23:08, 23 Feb, 2021     4096

ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტერვიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიტოლდ იან ვაშჩიკოვსკი, ხავიერ ნარტი და ვიოლა ფონ კარმონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს საქართველოში ვიზიტამდე წერილს სწერენ.

ევროპარლამენტარები შარლ მიშელს მოუწოდებენ გამოიყენოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის აღდგენისა და კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშესაწყობად.

ევროპარლამენტარები თვლიან, რომ საქართველოში არსებული კრიზისი საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა და სახელმწიფოსა და საზოგადოების სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

მათივე შეფასებით, არსებული კრიზისი საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების გზიდან გადახვევის მიზეზიც შეიძლება გახდეს - მათივე თქმით, ევროკავშირი არსებულ ვითარებაზე თვალს ვეღარ დახუჭავს, რადგან, რევანშიზმი და ძალის გამოყენება დომინანტურ ტრენდად იქცა.

"ნიუპოსტი" წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოში თქვენი აბსოლუტურად დროული ვიზიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გაუარესების გამო ევროკავშირის მნიშვნელოვან ასოცირებულ პარტნიორ ქვეყანაში.

როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის 16 სექტემბრის რეზოლუციაშია აღნიშნული, არსებობდა მოლოდინი, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის მიმართ საქართველოს ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებდა. ამის ნაცვლად, პარლამენტის არჩეული დეპუტატების მესამედი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, არჩევნების გაყალბების გამო. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) უბნების 8 პროცენტის ოქმებში დისბალანსი დაადგინა, სხვა საარჩევნო დარღვევებთან ერთად. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, რა დროსაც დახურულ სივრცეში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაძაბულობამ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უკიდურესად საშიშ ნიშნულს მიაღწია.

ევროკავშირი ვეღარ დახუჭავს თვალს არსებულ სიტუაციაზე, როდესაც ძალის გამოყენება, რევანშიზმი და ომის ზღვარზე დაბალანსების პოლიტიკა დომინანტურ ტრენდად იქცა. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საზოგადოებასა და სახელმწიფოში საზოგადოებას უქმნის საფრთხეს. უფრო მეტიც, პოლიტიკური კრიზისი ქმნის რისკს, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების გზას.

მოგიწოდებთ, გამოიყენოთ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი პოლიტიკური ძალების წასახალისებლად, რომ განაახლონ მყისიერი მრავალპარტიული დიალოგი, რომელიც თანამშრომლობისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს ხელშემწყობი კონკრეტული მემორანდუმით უნდა დაბოლოვდეს. სისწრაფე და ნება, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა მრავალპარტიულ დიალოგში ჩაერთვება, ასახავს მათ მიზანდასახულობას, განამტკიცონ საქართველოს მიერ გაცხადებული ევროპული მისწრაფებები.

თქვენი იმედი გვაქვს, რომ პარტნიორებს გადასცემთ ჩვენს გზავნილს და დაარწმუნებთ მათ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერაში, ქართველი ხალხის უსაფრთხო და წარმატებული მომავლის მიმართ. ჩვენი მხრივ, მზად ვართ გავამყაროთ ევროკავშირის დელეგაციისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ არაერთხელ გამოჩენილი სურვილი შუამავლობისა", - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი 1 მარტს არის დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42