ვერ დავინახე ვერანაირი ნიშანწყალი, რომ სიტუაციის ნორმალიზება მართლა გსურთ - ჯაფარიძე ღარიბაშვილს
პოლიტიკა - 22:30, 23 Feb, 2021     1041

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე , ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ საუბარი იყო ძალიან რთულ ვითარებაზე - მისივე თქმით, ოპოზიცია განწყობილია იმისათვის, რომ ვითარება განიმუხტოს, თუმცა ახლა ვითარების განმუხტვა "ოცნების“ ხელშია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცი თავისი პრინციპების ერთგული რჩება.

ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ვერანაირი ნიშანწყალი ვერ დაინახა, რომ მმართველ გუნდს სიტუაციის ნორმალიზება სურდეს".

“საუბარი იყო, იმ ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც შეტევის შემდეგ შეიქმნა. ვითარება ძალიან რთულია, ჩვენ ვნახეთ აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის განცხადებები, სადაც მწვავედაა შეფასებული ეს ქმედებები. რა თქმა უნდა, ოპოზიცია განწყობილია იმისათვის, რომ ვითარება განიმუხტოს, მაგრამ ახლა ვითარების განმუხტვა „ქართული ოცნების“ ხელშია. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ისევ მოვისმინეთ დესტრუქციული განცხადებები, რომელიც საშუალებას არ იძლევა, ვითარება ნორმალიზირდეს. ოპოზიცი რჩება ერთგული თავისი პრინციპების, ჩვენ გვსურს ქვეყანაში ვითარების დეესკალაცია, ამისათვის აუცილებელია ნიკა მელიას გათავისუფლება, აუცილებელია შეთანხმება იმ საკითხებზე, რა საკითხებზეც ამდენი ხანი ბოიკოტში ვართ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, საუბარი იყო რომ ჩვენ დავაპატიმრეთ მელია და კმაყოფილები ვართ, ამავდროულად შემობრძანდით პარლამენტში და იქ გავაგრძელოთ მუშაობა. აქ მე ვერ დავინახე, ვერანაირი ნიშანწყალი, რომ მათ მართლა სურთ, სიტუაციის ნორმალიზება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

აქვე, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42