"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი, პრემიერ-ინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს, რომელიც ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს, და აცხადებს, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის თუ ერთ მხარეს "ენმ"-ს დაკავებული თავმჯდომარე, ნიკა მელია იქნება.
ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ღარიბაშვილის ეს განცხადება "ცინიკურია".
"ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ცინიკურია, როდესაც ერთი ხელით ადამიანი გთავაზობს, დიალოგის მაგიდას მიუჯდე და მეორე ხელით ავტორია იმ ყველაფრის, რისი მოწმეც მთელი მსოფლიო იყო, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. ჩვენ მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონ იმ პირობით, რომ ამ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა.
მეორე, როდესაც პარლამენტში შესვლაზე საუბრობენ, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი და ეს ფასი არის ახალი არჩევნები ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ვართ მზად, დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღები, როდის ჩატარდება ახალი არჩევნები ქვეყანაში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.
მასალის გამოყენების პირობები






